მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების მოქმედების შედეგად, ამ მცირე ჰიფსომეტრიული ამპლიტუდის მქონე რეგიონში ჩამოყალიბდა მკაფიოდ გამოკვეთილი ხუთი მცენარეული ტიპი — უდაბნო, ნახევარუდაბნო, არიდული მეჩხერი ტყე, სტეპი და ფოთლოვანი ტყე და ოთხი ინტრაზონალური ტიპი — კლდეთა ქსეროფიტები, ჭალის ანუ მდინარისპირა ტყეები, მთისწინების ძეძვიანი და კირქვიანის მცენარეულობა. ხმელეთის ასეთ მცირე ფართობზე მცენარეული ტიპების ამგვარი სწრაფი ცვლა საქართველოს არცერთ კუთხეში არ შეინიშნება. კავკასიაში ნაირფეროვანია და წარმოადგენს ევროპული, შუააზიური და აფრიკული სახეობებისგან შექმნილ ფაუნისტურ კვანძს. ძუძუმწოვრებიდან ენდემურია 2 სახეობის ჯიხვი (დასავლეთ კავკასიური და დაღესტნური). ენდემურია აგრეთვე ალპური მდელოების ბინადარი პრომეთეს მემინდვრია. სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში ცხოვრობს მუფლონი, ალპური მდელოებზე — ნიამორი და არჩვი. აღმოსავლეთ კავკასიის ველებზე გვხვდება ქურციკი და ზოლებიანი აფთარი, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში - საიგა; ტყეებში მრავლადაა ირემი, შველი, გარეული ღორი, მურა დათვი, ფოცხვერი, ტყის კატა, მგელი, ტურა, მელა, ტყისა და თეთრყელა კვერნები, მაჩვი. კავკასიის სამხრეთ ნაწილში ალაგალაგ გვხვდება ჯიქი, ლელიანის კატა, ბრუცა, ხოლო თალიშის მთებში - მაჩვ-ზღარბი; ტყეებში ბინადრობს კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ტყისა და ყვითელყელა თაგვი. მრავაკგანაა წყლის მემინდვრია, ალაგ-ალაგ გვხვდება მიწის კურდღელი. მრავალადაა კურდღელი, სხვადასხვაგვარი ღამურა, მწერიჭამიებიდან — თხუნელა, ბიგა, კბილთეთრა, ფუღუ და სხვა.
No comments:
Post a Comment